გარიგება 20 წლის შემდეგ: ისევ მარო, ისევ მიტო, ისევ კახეთი და ისევ გარიგება. ქართული კინო კომედიის პრემიერა, რომელსაც რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი წარმოგიდგენთ, 27 იანვარს იგეგმება.
კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმი ”გარიგება”-ს პირველი ნაწილი ზაზა კოლელიშვილის, როგორც რეჟისორის პირველი ნამუშევარია, რომელმაც ქართველ და არა მხოლოდ ქართველ მაყურებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ამის დასტურია ისიც, რომ გადაღებიდან 20 წლის შემდეგაც ფილმის პერსონჟების მიმართ ინტერესი არ გამქრალა. სწორედ მაყურებელთა დიდი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით ფილმ ”გარიგების გადამღები ჯგუფი გთავაზობთ ფილმის მეორე ნაწილს.
რადიო ”არ დაიდარდო” ფილმის მედია პარტნიორია და მხოლოდ ჩვენს ტალღაზე შეგიძლიათ მოსიმინოთ ექსკლუზიურად ფილმის საუნდტრეკები, ასევე მოისმინოთ სპეციალურად ფილმის მეორე ნაწილისადმი მიძღვნილი გადაცემები.
Audioგარიგება 2 – ლელა წურწუმია
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ფილმის შესახებ გაკეთებული ბლოგი ან ოფიციალური ვებსაიტი