LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში პირველი გასახდომი მოწყობილობა: როგორ მუშაობს

62
q0808-1-pic4_zoom-1500x1500-91434

ახალ ზელანდიაში მსოფლიოში პირველი გასახდომი მოწყობილობა შექმნეს. ოტაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრიტანელ კოლეგებთან ერთად დაამზადეს კონსტრუქცია, რომელიც მაგნიტების მეშვეობით ადამიანს პირის გაღების საშუალებას არ აძლევს. აპარატს სტომატოლოგი ზედა და ქვედა უკანა კბილებზე ამაგრებს და საკვების მიღებას ძალიან ართულებს. თუმცა ის არ ზღუდავს ლაპარაკის შესაძლებლობას და არც სუნთქვას არ უშლის ხელს.

მოწყობილობის გამოყენების დროს ადამიანს პირის გაღება მხოლოდ 2 მილიმეტრით შეუძლია. აღსანიშნავია, რომ კონსტრუქციას მოხალისეები ორი კვირის განმავლობაში ტესტავდნენ და 6,3 კილოგრამის დაკლება შეძლეს. თანაც სისტემა იმდენად ეკომფორტულათ, რომ მის გამოყენებას მომავალშიც დიდი სიამოვნებით გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები