LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასოლმა ესპანეთი ევრობასკეტის ფინალში გაიყვანა

35

გუშინ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპნათი საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 80:75 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 66:66 დამთავრდა. ესპანელების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა პაუ გასოლმა, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მან ტამაშის განმავლობაში ევრობასკეტზე დაგროვებული ქულების რაოდენობა 1000 გადააცილა და ტონი პარკერის, ნიკოს გალისის და დირკ ნოვიცკის შემდეგ გახდა მეოთხე კალათბურთელი, რომელიც ათას ქულას გადაცდა.

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთს 2013 წლის ევრობასკეტში განცდილი მარცხის გამო რევანში აუღო. როგორც იცით, ორი წლის წინ, 20 სექტემბერს ლუბლიანაში საფრანგეთმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანეთი ოვერტაიმის ჩათვლით 75:72 დაამარცხა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დღეს სერბეთსა და ლიტვის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები