LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასტროენტერიტი

196
გასტროენტერიტი

გასტროენტერიტი ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით. მისი ყველაზე ხშირი სიმპტომებია ღებინება და ფაღარათი. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს როტავირუსით, რომელიც უფრო ხშირია ბავშვებში. გასტროენტერიტის ტიპების უმეტესობა ძალიან ინფექციურია. ის ადამიანს ემართება იმ შემთხვევაში, თუ განავალში არსებული ბაქტერია მოხვდება პირის ღრუში. ბაქტერიის გადატანა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰიგიენის ნორმების დარღვევასთან. თუ შეეხებით დაბინძურებულ ნივთს და შემდეგ ამ ხელებით შეეხებით თქვენს სახეს, ან შეჭამთ დაბინძურებულ საკვებს, შეიძლება დაინფიცირდეთ ვირუსით, ან ბაქტერიით. დაინფიცირების შემდეგ, გამოგიმჟღავნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება და ფაღარათი. გასტროენტერიტის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი, როგორც წესი, საჭირო არ არის, რადგან ის მალევე გაივლის ყველანაირი მკურნალობის გარეშე.

თუ სიმპტომები ძალიან მწვავეა, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, მაშინ განავლის ანალიზი, სპეციალურ ბაქტერიების ან პარაზიტების არსებობაზე შესამოწმებლად უნდა აიღოთ. თუ ფეკალიებში აღმოჩნდება ბაქტერიები ან პარაზიტები, დაინიშნება სპეციფიური მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა მდგომარეობების გამოსარიცხად შეიძლება დაინიშნოს სისხლისა და შარდის ანალიზებიც. ძალიან მნიშნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. გასტროენტერიტი ძლიერ გადამდებია, ამიტომ აუცილებელია მივიღოთ ზომები, რათა ის არ გავრცელდეს სხვა ადამიანებზე.

კარგად უნდა დაიბანოთ ხელები საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ასევე ჭამის, ან საკვების მომზადების წინ, ყოველი ღებინებისა და ფაღარათული ეპიზოდის შემდეგ, საპირფარეშოს გაწმენდა და დეზინფექცია ყოველდღე აუცილებელია. არ გაუზიაროთ ოჯახის წევრებს პირსახოცები, საცვლები და პირადი ნივთები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები