ალბათ ყველამ იცით, რომ მუქი ფარდა და თვალების ნიღაბი მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. მაღვიძარას უსიამოვნო ხმის ნაცვლად ჩიტების ჭიკჭიკი კი უეცარი გაღვიძებისას სტრესის მიღებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ხარისხიანი ძილის შესახებ წერენ ყველა ინსტრუქციაში, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ეძღვნება. არადა არსებობს სხვა, ნაკლებად ცნობილი ხერხები, რომელიც თქვენს ძილს ბევრად უკეთესს გახდის.
განიავება
განიავება საჭიროა არამხოლოდ ძილის წინ, არამედ დილითაც. საღამოს ვანიავებთ ოთახს, დილით საწოლს. აიღეთ საბანი და ბალიში საწოლიდან, გააღეთ ფანჯარა და გაემართეთ საშხაპისკენ. მიეცით საწოლს დრო რომ კარგად განიავდეს. უკან დაბრუნების შემდეგ ყველაფერი გაასწორეთ და საღამოს ნამდვილი შოკისთვის მოემზადეთ.
არომატული ზეთები და შხაპის მიღება
აბაზანაში აუცილებლად უნდა გქონდეთ არომატული ზეთები – ციტრუსის დილისთვის, ხოლო ლავანდის – საღამოსთვის. მანამ სანამ წყლის ქვეშ დადგებით, საშხაპეში შესაბამისი არომატი მოაპკურეთ და რამდენიმე წუთი დაიცადეთ. სასიამოვნო სუნი მალე მთელს აბაზანას შეავსებს და თქვენც საჭირო განწყობაზე დაგაყენებთ.
განსაკუთრებული ბალიში და საბანი
ჩვეულებრივი ბალიში – ეს წინა საუკუნეა. მსოფლიო ორთოპედულმა და Beauty–ბალიშებმა დაიპყრო, ბალიშებმა რომელსაც სახის კომფორტულად მოსათავსებლად ანატომიური ფორმა აქვს. მსგავსი ბალიშების მფლობელები აღიარებენ, რომ მათი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო, ბალიშამდე და ბალიშის შემდეგ. რაც შეეხება საბანს, მის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ არამხოლოდ შემადგენლობას, არამედ წონასაც. ითვლება, რომ მძიმე საბნის გამოყენება ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სწრაფად ჩაძინებას უწყობს ხელს.
ძილის სპრეი
ბალიშის თემას თუ გავაგრძელებთ: აუცილებლად უნდა იქონიოთ სპეციალური სპრეიც, რომელიც ძილისთვისაა განკუთვნილი. ასეთი საშუალება თითქმის ყველა კოსმეტიკური ბრენდის ხაზში მოიპოვება. როგორც წესი, ასეთი სპრეი ლავანდის ზეთს და სხვა დამამშვიდებელ ინგრედიენტებს შეიცავს. სპრეი ძილის წინ ბალიშზე მოაპკურეთ და მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ.