LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზიანი და ტკბილი სასმელები ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერებაზე

39

გაზიანი სასმელების, ტკბილი წყლისა და პაკეტის წვენების რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს თავის ტვინის მოცულობას და ნეგატიურად მოქმედებს მეხსიერებაზე – სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბოსტონის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტები.

ექსპერიმენტში 60-დან 65 წლამდე, 600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვროდნენ, სწორად იკვებებოდნენ და მანამდე არსდროს უჩიოდნენ თავის სტვინის სისხლძარღვების ან მეხსიერების პრობლემებს, თუმცა, მეცნიერების შეთავაზებით გაზიანი სასმელების, კონცენტრირებული ხილისა და პაკეტის წვენების მიღების შემდეგ, რეზულტატი ნაკლებად იმედისმომცემი აღმოჩნდა – ექსპერიმენტის მონაწილეებს საგრძნობლად შეუმცირდათ თავის ტვინის და მეხსიერებაზე პასუხისმგებელი გიპოკამპის მოცულობა.

გარდა ამისა, აბსოლუტურ ჯანსაღ ადამიანებს გაუუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა, გაუჩნდათ თავის ტკივილები და მოთენთილობა, ისინი კი, ვინც სისტემატურად მოიხმარდა დიეტურ ტკბილ წყალს შაქრის შემცვლელით, სხვებზე მეტად აღმოჩნდნენ ინსულტისდა თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროვების საფრთხის წინაშე. საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა ამერიკაში, მექსიკასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებშიცდ, სადაც მავნე სასმელით ყოველწლიურად 180 ათასი ადამიანი იღუპება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები