LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გებელსის ვილას ნებისმიერ მსურველს უფასოდ გადასცემენ

126
Screenshot 2024-05-10 122434

ბერლინის ხელისუფლება მზადაა, იოზეფ გებელსის ვილა დაანგრიოს თუკი მისი პატრონობის მსურველი არავინ გამოჩნდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა დააზუსტა, კომპლექსს ისინი სრულიად უფასოდ გასცემენ. ამის შესახებ The Guardian წერს.

საქმე ისაა, რომ ბერლინს აღარ სურს ფული იხადოს კომპლექსის შენახვა-მოვლასა თუ დაცვაში. თანაც ვილა დაძველდა და ზარალის მეტი აღარაფერი მოაქვს. ახალმა მეპატრონემ შენობა უნდა შეაკეთოს, სხვა შემთხვევაში კი მას დანგრევა არ ასცდება.

გებელსმა მდიდრული ვილა 1939 წელს ტბის პირას, ტყის ფონზე ააშენა. პროპაგანდის მინისტრი ამ ადგილს ნაცისტი ლიდერების გასართობ სივრცედ იყენებდა.
ომის შემდეგ იქ საავადმყოფო და სასწავლო ცენტრი მოაწყეს.



რაც შეეხება ჰიტლერის ერთ-ერთ უახლოეს ადამიანს, ის ომის დასასრულისკენ ბერლინში დაბრუნდა. მან, მისმა მეუღლემ და შვილებმა ჰიტლერის ბუნკერში თავი ციანიდის კაფსულებით მოიწამლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები