LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely მზადაა Zeekr მთლიანად „გადაყლაპოს“

110
Screenshot 2025-07-21 151429

Geely-მ გამოაცხადა, რომ თავის პრემიუმ ბრენდთან – Zeekr-თან გაერთიანებას აპირებს.

Geely Automobile Zeekr-ის დარჩენილ აქციებს მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში შეიძენს, რის შემდეგაც ბრენდი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის სიიდან წაიშლება. ვარაუდობენ, რომ Geely-სთან შერწყმა Zeekr-ის მდგომარეობას გააუმჯობესებს და კომპანიას საშუალებას მისცემს, განვითარებაზე კონცენტრირდეს.

Zeekr-ის აქციონერებს ორი ვარიანტი ექნებათ:

ისინი ან მიიღებენ ანაზღაურებას აქციებში – დაახლოებით 2.7 აშშ დოლარს თითოეულზე, ან შეძლებენ მათ გადაცვლას Geely Auto-ს აქციებზე. ამ შემთხვევაში, Zeekr-ის თითო აქცია 1.23 Geely-ს აქციად გადაიქცევა.

სულ Zeekr-ის ღირებულება გარიგების დადების მომენტისთვის დაახლოებით 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შერწყმის შედეგად, Geely-ის წილი 62.8 პროცენტიდან 100 პროცენტამდე გაიზრდება.

Zeekr-ის ბრენდი 2021 წელს შეიქმნა, ხოლო პირველად საჯაროდ მხოლოდ 2024 წლის მაისში გამოჩნდა. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, Zeekr Technology-მ (რომელიც ცოტა ხნის წინ შეერთდა Lynk & Co-სთან) 114 ათასზე მეტი ავტომობილი გაყიდა და წლიური ზრდა 21.1 პროცენტია. ამ მონაცემში მხოლოდ Zeekr-ის ბრენდზე 41 ათასი ავტომობილი მოდის, რაც წინა წელთან შედარებით 25.2 პროცენტით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები