LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely-ს ბიზნეს-სედანი მოსალოდნელზე ბევრად იაფია

115
Geely-ს ბიზნეს-სედანი მოსალოდნელზე ბევრად იაფია

Geely-ს ბიზნეს-სედანი, რომელიც Monjaro-ს პლატფორმაზეა აგებული, მოსალოდნელზე ბევრად იაფი აღმოჩნდა. ჩინეთის ბაზარზე გამოვიდა Lynk & Co 07, ავტომობილი რომლის სიგრძეც 4,83 მეტრია და CMA-ს პლატფორმაზეა აგებული. მარტში მოსალოდნელი იყო, რომ მოდელის ფასი 180 ათასი იუანიდან(25 ათასი დოლარი) დაიწყებოდა, თუმცა რეალობაში ფასი 6%-ით ნაკლები აღმოჩნდა – მხოლოდ 170 ათასი იუანი (23,5 ათასი დოლარი).

Lynk & Co 07-ის პრეზენტაცია მარტის დასაწყისში შედგა, ასე რომ საიდუმლოდ მხოლოდ კომპლექტაცია, ფასი და ტექნიკური შიგთავსი რჩებოდა. ახლა კი გაირკვა, რომ მოდელს კაპოტის ქვეშ 1,5 ლიტრის ბენზინის ტურბო ძრავა აქვს, აგრეგატი 163 ცხენის ძალას მოიცავს და იქვეა 218 ძალიანი ელექტრო ძრავა, 19 კილოვატ-საათიანი ელემენტით. სისტემის საერთო სიმძლავრე 381 ცხენის ძალაა და შიდა წვის ძრავის აქტივაციის გარეშე სედანს 126 კილომეტრის გავლა შეუძლია, სვლის საერთო მარაგი 1400 კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები