კორეული პრემიუმ ბრენდი Genesis ამზადებს სრულიად ახალ ფლაგმანურ კროსოვერს, რომელიც შეიძლება გახდეს Mercedes G-Class-ის პირდაპირი კონკურენტი და ამავდროულად – ყველაზე ძვირადღირებული მოდელი Genesis-ის ისტორიაში.
Genesis X Gran Equator Concept საერთაშორისო სცენაზე პირველად გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. კონცეპტის მიზანია წარმოაჩინოს, რა მიმართულებით ვითარდება ბრენდი და როგორ აპირებს ის თავის სეგმენტში ლიდერობას.
Hyundai Motor Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე მუნიოსმა განაცხადა, რომ Genesis აპირებს „გასცდეს ამჟამინდელი მოდელების ფარგლებს და შექმნას ახალი ფლაგმანური სერიის ავტომობილები“, მათ შორის ფლაგმანური კროსოვერიც, რაც ნიშნავს ბრენდის ამბიციას კონკურენცია გაუწიოს ევროპულ პრემიუმ-ბრენდებს.
Genesis ჯერჯერობით არ ამხელს, რომელ პლატფორმაზეა აგებული X Gran Equator, თუმცა ექსპერტების აზრით, ეს G80-ისა და GV80-ის უკანა არქიტექტურის საფუძველზე შექმნილი ბაზა იქნება.
ასეთი სტრუქტურა საშუალებას აძლევს Genesis-ს გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის ძრავები – 2.5-ლიტრიანი ტურბო ოთხ ცილინდრიანი ძრავა (300 ც.ძ.);
3.5-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 (375 ც.ძ.);
ჰიბრიდული ვერსია (409 ც.ძ. და 405 ნმ).
არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს უკანასკნელი – ჰიბრიდული ძრავა – აღმოჩნდეს ახალი ყველგანმავლის ქვეშ.
თუმცა, თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე, ელექტრული ვერსიის შექმნაც სრულიად მოსალოდნელია.