LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors ევროპაში ბრუნდება

122
general-motors

ამერიკული ავტო კონცერნი General Motors ევროპულ ბაზარს ელექტრო მობილებით უბრუნდება. GM ევროპისთვის ერთდროულად რამდენიმე „მწვანე“ მოდელს ამზადებს, თანაც სხვადასხვა ბრენდების. პირველები ვინც ამერიკულ ელექტრომობილებს მიიღებენ სკანდინავიელები იქნებიან – ნორვეგიელები, შვედები, დანიელები და ფინელები. ახალ მანქანებს პლატფორმა Ultium-ზე ააგებენ. მოდელების ზუსტი სია ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება, თუმცა გარკვეული წყაროების ინფორმაციით, ჩამონათვალში იქნება Cadillac Lyriq.

ამერიკული კონცერნი ევროპის ბაზარს 2017 წლის შემდეგ ნელ-ნელა ტოვებდა. საბოლოო ჯამში სამოდელო ხაზი Сhevrolet Camaro-ს, Corvette-ისა და Cadillac XT4-ის მცირე პარტიებამდე შემცირდა. ერთი წლის წინ პირველად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ამერიკელები ევროპას უბრუნდებოდნენ, ოღონდ მხოლოდ ელექტრომობილებით.

ამიერიდან კი ეს ინფორმაცია ოფიციალურადაც დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები