LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors-ის თანამშრომლებს ქარხანაში ცხოვრება შესთავაზეს – მიზეზი ისევ კოვიდია

35
general-motors

ჩინეთში კორონავირუსის მორიგი აფეთქებაა. ბევრ ქალაქში ახალი შეზღუდვები შემოიღეს, ერთი დიდი რეგიონი საერთოდ იზოლაციაში გადავიდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონცერნმა General Motors შანხაის ქარხანაში დასაქმებულ თანამშრომლებს პირდაპირ დაწესებულების ტერიტორიაზე ცხოვრება შესთავაზა. სპეციალისტთა აზრით, მსგავსი ზომა ინფექციის გავრცელებას ხელს ძალიან შეუშლის.

ამ დროისთვის კონცერნის ჩინური ქარხნის თანამშრომლები ცდილობენ, რომ საწარმოს ტერიტორია ხშირად არ დატოვონ. თუმცა GM-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ეს ზომა საკმარისი არ არის და ინფექციის გავრცელების შანსები მაინც ძალიან მაღალია. შესაძლო კონტაქტების რაოდენობის მაქსიმალურად შესამცირებლად მუშებს ქარხნის ტერიტორიაზე ცხოვრება შესთავაზეს.

საინტერესოა, რომ ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებდა პეკინის ოლიმპიადაზე ჩასული სპორტსმენებისთვისაც.

სხვა მეთოდი აირჩია „ტესლამ“, რომელმაც შანხაის ქარხანა რამდენიმე დღით დახურა და მასობრივი ტესტირებები დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები