LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors ნიუ-იორკში პირველად გატესტავს უპილოტო ავტომობილს

23

კომპანია General Motors გეგმავს, 2018 წლის დასაწყისში,  ნიუ-იორკში თავისი უპილოტო ავტომობილები გატესტოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal აქვეყნებს. General Motors-ს სურს პირველი კომპანია გახდეს, რომელიც ცდებს ნიუ-იორკში გამართავს, რასაც ანალიტიკოსები ავტონომიური ავტომობილების სფეროში ლიდერობისთვის მნიშვნელოვან განაცხადს უწოდებენ.

შვილობილი ფირმის, Cruise Automation-ის გენერალური დირექტორი, კაილ ვოგტი მარკის პროტოტიპსაც ამხელს. ავტომობილი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში დამოუკიდებლად გავა, Chevrolet Bolt იქნება. ცნობილია ქალაქის ის მონაკვეთიც, სადაც საგზაო ცდები ჩატარდება. ამისათვის მანჰეტენის ქვედა ნაწილი შეირჩა, მთლიანად მოედნის ფართობი 12 კვადრატული კილომეტრია. უპილოტო ავტომობილები მარშრუტზე მძღოლის გარეშე ვერ გავლენ, მათ როლს Cruise Automation-ის სპეციალისტები შეასრულებენ. მათი დავალება იქნება ინფორმაციის შეგროვება და ერთგვარი გადაზღვევა, რომ თუ რაიმე წესრიგში არ იქნა, სპეციალისტი ხელოვნურ ინტელექტს მართვას ჩამოართმევს და მართვას თავის თავზე აიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები