LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Genesis სუპერქარის დამზადებისთვის ემზადება

34

კორეული ბრენდი Genesis (Huyndai) ცდილობს საკუთარი სიტყვა თქვას პრემიუმ ავტომობილების დამზადებაში და კონკურენცია გაუწიოს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორიცაა Mercedes-Benz და Audi.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Genesis აპირებს დაამზადოს სუპერქარი, რომელიც Mercedes-AMG GT-სა და Audi R8-ს მსგავსი იქნება. ”პირველი ეტაპისთვის გეგმაში არსებული პროექტების დასრულებაა, რომლის შემდეგაც ჩვენ სუპერქარზე მუშაობასაც დავიწყებთ” – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

თუ Audi-ს ყოფილ დიზაინერს პიტერ შრაერს დავუჯერებთ, რომელიც ამჟამად კომპანია Huyndai-ს დიზაინერთა საბჭოს დირექტორია, კორეული ბრენდის სერიულ წარმოებაში ერთბაშად 6 სპორტქარი გამოჩნდება.

მისივე თქმით, Genesis-ის სპორტქარის დამზადებაში მონაწილეობას საუკეთესო ტექნიკოსები და დიზაინერები მიიღებენ.

”კარები თოლიას სტილში? – არ არის გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი კორეული სუპერქარი უკანაწამყვანთვლიანი და დახურული ტიპის იქნება. თუმცა, მის ტექნიკურ დეტალებს საიდუმლოდ ვინახავთ”, – აცხადებს შრაერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები