LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Genesis ყველაზე მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდების სათავეშია

41
genezisnews

ამერიკული სააგენტო J.D Power–ის ექსპერტებმა ახალ ავტომობილებში ტექნოლოგიური ინოვაციების რეიტინგი გამოაქვეყნეს. ახალი კვლევის ფარგლებში მათ დაადგინეს, თუ რომელ ბრენდებს ჰქონდათ 2021 წელს ყველაზე საინტერესო ტექნოლოგიური იდეები და რამდენად მოეწონა ეს ყველაფერი მომხმარებელს. ამისათვის შეიქმნა ინდექსი TXI (Tech Experience Index), რაც გამოყენებული ინოვაციების რაოდენობას და კლიენტთა კმაყოფილების დონეს აღნიშნავს.

J.D Power–ში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა, ყველა მათგანი ერთნაირად სასარგებლო ვერ არის, არადა ავტომობილის ღირებულებაზე მოქმედებს. კვლევამ აჩვენა, რომ ავტომობილის ყიდვიდან პირველი სამი თვის განმავლობაში მეპატრონეები არსებული ოფციების მესამედს თუ იყენებენ, ესეც ყველაზე კარგ შემთხვევაში.

2021 წელს TXI–ს რეიტინგში პირველი ადგილი სამხრეთკორეულმა ბრენდმა Genesis–მა დაიკავა, მწარმოებელმა 634 ქულის მოგროვება შეძლო. მეორე ადგილზეა Cadillac (551 ქულით), შემდეგი პოზიცია წინა წლის ლიდერმა Volvo–მ დაიკავა, წელს მწარმოებელს მხოლოდ 550 ქულა აქვს. Mercedes-Benz რეიტინგში მეოთხეა და 523 ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მაღალი ქულა – 668 აიღო „ტესლამ“, თუმცა თავისი პრინციპების გამო რეიტინგში ისევ ვერ მოხვდა. საქმე ისაა, რომ ამერიკული მწარმოებელი J.D Power–ის ექსპერტებს თავისი კლიენტების გამოკითხვის უფლებას არ აძლევს.

რეიტინგის შედგენისას 2021 წლის თებერვლიდან ივლისის თვემდე გამოშვებული 110 827 ახალი ავტომობილის მფლობელი გამოჰკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები