გენეტიკურად მოდიფიცირებული ანუ ტრანსგენური პროდუქტები ისეთი პროდუქტებია, რომელთა გენეტიკურ ნაკრებში შეჰყავთ გენი, რომელიც ამ პროდუქტს მანამდე არ ჰქონდა. ამის შედეგად ბოსტნეული ან ხილი მისთვის უჩვეულო ახალ თვისებას იძენს. გენური ინჟინერიის გამოყენებით ზრდიან ძალიან მოსავლიან ხორბალს, ფორთოხალს, რომელიც დიდხანს არ ფუჭდება, პომიდორს რომელშიც გაზრდილია C-ვიტამინის რაოდენობა, კარტოფილს რომელსაც კოლორადოს ხოჭოც კი არ ჭამს. გენური ინჟინერია საკმაოდ ახალგაზრდა მეცნიერებაა, ამიტომ შეუძლებელია იმისი გამოცნობა, თუ როგორ აისახება მომავალში ადამიანის ჯანმრთელობაზე ასეთი შეცვლილი პროდუქტის გამოყენება.
რისკების სრულად შესასწავლად ათეულობით წელი უნდა გავიდეს და გენმოდიფიცირებული პროდუქტით ნასაზრდოები რამდენიმე თაობა უნდა შეიცვალოს.
კიდევ გვაფრთხობს და გვაშინებს არც ისე დიდი ხნის წინანდელი ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც მღრღნელები, რომელთაც ტრანსგენური სოიოთი კვებავდნენ სრულიად დაავადებულ შთამომავლობას იძლეოდნენ. მათი ნაშიერთა ნახევარზე მეტი სიცოცხლის 2-3 კვირის მანძილზე იღუპებოდა. ხოლო გადარჩენილთაგან უმრავლესობა უნაყოფო აღმოჩნდა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში წარმოებული სოიოს 70% გენეტიკურად მოდიფიცირებულია. თანაც ასეთ სოიოს უმატებენ ძეხვს, ლორს,ფარშს, კონსერვებს, ყველს.
ამასთან ერთად მსოფლიოში ჯერ არ არსებობს ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც გამომჟღავნდებოდა ტრანსგენური პროდუქტის მავნებლობა და შეფასდებოდა უსაფრთხოება. ამიტომ ყველა პროდუქტი სეზონის შესაბამისად მიიღეთ და მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ. დიდი ყურადღება გამოიჩინეთ მათი შეძენისა და შერჩევისას.