LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერგეტის სამებამდე ახალი გზა აშენდება (ვიდეო)

86

სტეფანწმინდიდან გერგეტის სამებამდე ახალი გზა მივა. გზის სიგრძე – 5,66 კილომეტრია.

როგორც „ფორტუნას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეტალური პროექტი უკვე მზადაა და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 175 ათასი ლარი შეადგინა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები გრუნტოვანი, დაზიანებული გზის ნაცვლად, განახლებული და კომფორტული გზით გადაადგილებას შეძლებენ.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და ტურისტები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა  ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებასშეუწყობს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

reg tv-ის ვიდეო: