გერმანელებმა „სპორტული“ ბორბლებიანი სახლი ააშენეს. გერმანულმა კომპანია Knaus Tabbert-მა ორი კონცეპტუალური საკემპინგო მოდელი Volkswagen Crafter და Fiat Ducato წარმოადგინა. ავტომობილები, რომლებმაც სახელებად CUVision და CUVolution მიიღეს, იმით არიან გამორჩეულები რომ სპორტქარების სტილისტიკაში შესრულდნენ.
კემპერების საჯარო დებიუტი თვის ბოლოს Caravan Salon-ის გამოფენაზე შედგება. ვერცხლისფერ ფერში შეღებილმა CUVision-მა ახალი ბამპერი და დისკები მიიღო. Cuvolution კი „ფიატის“ ბაზაზეა აწყობილი და ცოტა უფრო აგრესიულად გამოიყურება.
რაც შეეხება საინტერესო სიახლეების ტექნიკურ მახასიათებლებს, ინფორმაცია დეტალების შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კალიფორნიულმა კომპანია Lexani Motorcars-მა Mercedes-Benz Sprinter-ის ბაზაზე აგებული ყველგანმავალი კემპერი წარმოადგინა და მოდელს 33 დიუმიანი კბილებიანი საბურავები აქვს, რაც მას ყველანაირი უგზაობის დაძლევას უადვილებს.



