LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებს სიჩქარის ლიმიტის 30 კმ/სთ-მდე შეზღუდვა სურთ

139
30

გერმანიის მე-1000 მუნიციპალიტეტი შეუერთდა ინიციატივას – „ცხოვრებისთვის გამოსადეგი ქალაქები გონივრული სიჩქარით“ და ისინი ფედერალური მთავრობისგან საქალაქო გზებზე სიჩქარის ლიმიტის დაწესებას ითხოვენ. მუნიციპალიტეტების მიზანი – მაქსიმალური სიჩქარის 30 კმ/სთ-მდე შემცირებაა.

ინიციატივის მე-1000 მონაწილე ქვემო საქსონია გახდა, სადაც 23 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

გარდა სიჩქარის ლიმიტის დაწესებისა, მუნიციპალიტეტებს საქალაქო დაგეგმარების უფლების მიღებაც სურთ. პრიორიტეტი არა საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოება, არამედ ქვეითთა და ველოსიპედისტთა კომფორტი უნდა იყოს. ამ ცვლილებების დამსახურებით ქალაქებს იმედი აქვთ, რომ ეკოლოგიურ ტრანსპორტს კიდევ უფრო განავითარებენ.

საინტერესოა, რომ კანონში ცვლილებას არ ეთანხმება გერმანელ პარლამენტართა ნაწილი. მათი აზრით, სიჩქარის ლიმიტის დაწესება ველოსიპედისტთათვის თუ ქვეითებისთვის მოძრაობას უფრო უსაფრთხოს ნამდვილად ვერ გახდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები