70 წლის გერმანელი გულშემატკივარი მსოფლიოს ჩემპიონატზე დასასწრებად საკუთარი ტრაქტორით მიდის, რომელსაც ლუდის კასრის ფორმის საძინებელი აქვს მიბმული.
ABW-ის ინფორმაციით, 70 წლის გერმანიის მოქალაქე თავისი უცნაური ტრანსპორტით ბელარუსის საზღვარზე, გამშვებ პუნქტთან დააფიქსირეს.
მიუხედავად იმისა, რომ მისმა გამოჩენამ თავიდან დიდი ხმაური გამოიწვია, გერმანელ მამაკაცს მგზავრობის გაგრძელებაზე უარი ვერ უთხრეს, რადგან მისი ტრაქტორი იდეალურ მდგომარეობაშია.
ტრაქტორი 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. სწორედ ამიტომ მისმა პატრონმა მგზავრობა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თითქმის ორი კვირით ადრე დაიწყო.
გერმანია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში მექსიკის, შვედეთის და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.