გერმანიამ 2030 წლისთვის დასახულ მიზანს უკვე ნახევრად მიაღწია – მზის ენერგიის წარმოება კიდევ უფრო გაზარდა. მზის ენერგია ამჟამად განახლებადი ენერგიების მთლიანი მოცულობის 14%-ს შეადგენს – ეს კი ეროვნული რეკორდია.
მზის პანელების უმეტესობა განთავსებულია საწარმოების და კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე. გარდა ამისა, პანელები ქუჩის პარკინგების ტერიტორიაზეცაა დამონტაჟებული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – წყალსაცავებზეც.
დღესდღეობით მზის ელემენტები დაახლოებით 107,5 გიგავატ სუფთა ენერგიას აწარმოებენ. 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი215 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ გიგავატი (გვტ) – ეს ელექტროენერგიის სიმძლავრის ერთეულია, რომელიც ერთ მილიარდ ვატს უდრის. ასეთი მოცულობის ენერგიას აწარმოებენ დიდი ელექტროსადგურები ან მთელი ეროვნული ენერგოსისტემები.