LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიას ევროპა მოუნდა: ჩემპიონატის ევროპის შუაგულში ჩატარება პროგრესს გამოიწვევს

33

გერმანიას ევრო 2024-ის მასპინძლობა სურს. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა უეფას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. როგორც საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, რაინჰარდ გრინდელმა უეფას ოფიციალურ საიტს განუცხადა, იგი დარწმუნებულია იმაში, რომ გერმანიაში ტურნირის ჩატარება უეფას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს ევროპულ ფეხბურთში.

”ჩვენ ძალიან კარგი ვარიანტი ვართ. ევროპის ჩემპიონატის კონტინენტის ცენტრში ჩატარება ყველა მონაწილე გუნდის გულშემატკივარს მისცემს საშუალებას, თამაშებს დაესწრონ და თავის გუნდს მხარი დაუჭირონ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობების გამყარებას და ყველასთვის იმ ღირებულებების შეხსენებას, რომლებზეც ფეხბურთი და თანამედროვე საზოგადოება დგას”, – განაცხადა გრინდელმა.

გავრცელებული ცნობებით უახლოეს დღეებში ტურნირის მასპინძლობის სურვილს ოფიციალურად დააფიქსირებს თურქეთიც.

გერმანიამ წარსულში ორჯერ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (1974, 2006).

ევრო 2020 გახდება კონტინენტის პირველი ჩემპიონატი, რომელსაც არა ერთი ან ორი, არამედ 12 მასპინძელი ეყოლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები