LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიას ევროპა სურს: ვის დარჩება 2024 წელი

30

გერმანია ევრო 2024-ის ჩატარებაზე განაცხადს შეიტანს.
გერმანიის საფეხბურთო კავშირი ოფიციალურად ჩაერთო კონკურსში.

ფუნქციონერებმა ერთ ხმად მიიღეს გადაწყვეტილება.

„2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანული ფეხბურთის ფლაგმანური პროექტი იქნება. ჩვენ პირველი კლასის სამუშაოს შევასრულებთ, ხარჯებთან დაკავშირებით ფრთხილები ვიქნებით და მაქსიმალურად ლოგიკურად მივუდგებით ათი მასპინძელი ქალაქის შერჩევას.
გერმანიაში არის სტადიონები, ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ნოუ-ჰაუ, პროექტი ეკონომიკურად დასაბუთებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი არგუმენტებით 1988 წლის შემდეგ კვლავ ვუმასპინძლებთ ევროს“, – განაცხადა გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინხარდ გრინდელმა.

 

1735490-36708026-2560-1440

 

კონკურსის პირობების თანხამად, ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს ათი სტადიონი, რომელთა ტევადობა უნდა იყოს 60 ათასი, 50 (ორი), 40 (სამი) და 30 ათასი (ოთხი).

გერმანიის გარდა ევრო 2024-ის მასპინძლობაზე პრეტენზიას აცხადებენ თურქეთი და დანიის საფეხბურთო კავშირი (დანია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, ფარერები), განაცხადის შეტანას შვეიცარიაც აპირებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები