გერმანულ ქალაქ ჰაიდელბერგში შენდება ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი შენობა, რომელიც მთლიანად 3D პრინტერზეა დაბეჭდილი. სახლის აგებას მხოლოდ 140 საათი და 2 მუშა დასჭირდება, წერს The Mayor.
მზა შენობა 54 მეტრის სიგრძის, 11 მეტრის სიგანის და 9 მეტრის სიმაღლის იქნება. მასში მონაცემთა-ცენტრს განათავსებენ. ბეჭდვისთვის მთავარ მასალად ეკო-ბეტონს იყენებენ.
მშენებლობა მარტში დაიწყო და ივლისში უნდა დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის სრული ხანგრძლივობა 140 სამუშაო საათს დაიკავებს, ტექნოლოგია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველაფერი ერთ დღეში დაბეჭდონ. მუშებს ხშირად უწევთ გაჩერება და ლოდინი.
შეგახსენებთ, რომ წელს 3D პრინტერზე ბეჭდვით ნიდერლანდებიც გამოირჩა და ამ ტექნოლოგიით შექმნილი 29 მეტრის სიგრძის ხიდი გახსნა.