1-ელი თებერვლიდან გერმანიაში დაიწყება სატესტო პერიოდი, როცა რამდენიმე კომპანიის თანამშრომლები კვირაში მხოლოდ 4 დღეს იმუშავებენ. Daily Mail-ის ინფორმაციით, საინტერესო ექსპერიმენტი ნახევარი წელი გაგრძელდება.
ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხელფასები არ შეიცვლება. ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელის აზრით, სამუშაო კვირის შემცირება თანამშრომელთა მოტივაციასა და ეფექტურად მუშაობის უნარზე დადებითაც აისახება.
დასაქმებულთა გრაფიკის ხანგრძლივ პერსპექტივაში შეცვლა კი კომპანიისთვის ზარალის მომტანი ნამდვილად არ იქნება.
ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას 45 კომპანია გეგმავს. ნახევარი წლის გასვლის შემდეგ კი შეაფასებენ, იმოქმედა თუ არა სამუშაო დღეების შემცირებამ თანამშრომელთა შრომისუნარიანობაზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქციები უკვე ჩატარდა პორტუგალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ბელგიაში, ისლანდიაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.