LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დისტანციურად მომუშავე კაცი, სამუშაო მაგიდასთან წაიქცა და სამსახურებრივი ტრავმისთვის კომპენსაციას მიიღებს

38
5250

გერმანიაში, დისტანციურად მომუშავე მამაკაცი, საძინებლიდან სამუშაო მაგიდისკენ მიდიოდა და სწორედ ამ დროს წაიქცა.

ადგილობრივმა სასამართლომ ეს ინციდენტი საწარმოო ტრავმად შეაფასა და სადაზღვევო კომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

The Guardian-ის ინფორმაციით, კომპანია R-GmbH-ს გაყიდვების რეგიონული მენეჯერი საძინებლიდან სამუშაო კაბინეტისკენ მიდიოდა, გზად კიბე უნდა გაევლო, რა დროსაც წაიქცა და ხერხემალი დაიზიანა.

თავიდან სადაზღვევო კომპანიას კომპენსაციის გადახდა არ სურდა და დაზარალებულმა სასამართლოს სწორედ ამის შემდეგ მიმართა. მოსამართლემაც დაადგინა, რომ მოსარჩელემ მიიღო ტრავმა მაშინ, როდესაც სამუშაოდ მიდიოდა, ამიტომ ზარალი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს.

სასამართლო გადაწყვეტილებაში ის პუნქტიცაა აღნიშნული, რომ დაზღვევის შესახებ კანონი დისტანციურ სამუშაო ადგილებზეც ვრცელდება. მსგავსი მიდგომა აქვთ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც და დასაქმებულებზე ზრუნავენ მიუხედავად იმისა, თუ სადაა მათი სამუშაო სივრცე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები