LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ელექტრომობილების გაყიდვები დაეცა

121
Capture

გერმანიაში ელექტრომობილების გაყიდვები შემცირდა. 2024 წლის ივლისში უდიდეს ევროპულ ბაზარზე 238,3 ათასი ახალი მსუბუქი ავტომობილი (-2%) გაიყიდა, ხოლო შიდაწვის ძრავების გარეშე გაყიდული მანქანების რაოდენობა 36,8%-ით შემცირდა და 30,7 ათასი ერთეული შეადგინა. ელექტრომობილების გაყიდვების მკვეთრი კლება დაკავშირებულია გერმანიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, უარი თქვას ინდუსტრიის სუბსიდირებაზე. გერმანია მარტო არ არის: შვედეთსა და შვეიცარიაში ბატარეებზე მომუშავე მანქანებმა გაყიდვების 15-19 პროცენტი დაკარგეს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ელექტრომობილების გაყიდვის აღდგენის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ასეთი მანქანები გაძვირდა, ამიტომ გერმანელი მომხმარებლები ირჩევენ უფრო კონსერვატიულ ჰიბრიდებს. 2024 წლის ივლისის ბოლოს ელექტრიფიცირებული მანქანები (HEV + PHEV) 79,9 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა (+18,4% გასულ წელთან შედარებით).

ანალიტიკოსების აზრით, ელექტრომობილების ბაზარმა დაკარგა იმპულსი. მყიდველებს ეჭვი ეპარებათ ასეთი მანქანების პერსპექტივაში და ავტომწარმოებლებსა და დეტალების მომწოდებლებს მოუწევთ გეგმების გადახედვა. მაგალითად, „ფოლკსვაგენის“ შემოსავალი 2025 წელს შეიძლება ორი მილიარდი ევროთი შემცირდეს: ელექტრომობილების წარმოება უნდა შეჩერდეს და ამ სეგმენტში ინვესტიციების ნაწილი ტრადიციულ მოდელებზე გადაიტანოს.

ასევე ადვილი არ არის მომწოდებლებისთვის: ფრანგული Valeo SE ცდილობს გაყიდოს ორი ქარხანა, რადგან წარმოების სიმძლავრე დატვირთული არ არის. მიმწოდებელმა OPmobility-მა განუცხადა Bloomberg-ს, რომ ელექტრომობილების გაყიდვები “დაახლოებით ნახევარია, რასაც ელოდნენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები