გერმანიაში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები დაეჯახნენ. შემთხვევა ქალაქ მერბუშში მოხდა და ინფორმაცია მის შესახებ ადგილობრივმა სახანძრო დეპარტამენტმა გაავრცელა. რკინიგზის ოპერატორმა Deutsche Bahn-მა დაადასტურა, რომ შეტაკების შედეგად სამგზავრო მატარებელი – National Express და სატვირთო ლოკომოტივი – DB Cargo დაზიანდა. გამოცემა „Bild”-ის ცნობით კი დაზარალებულთა რაოდენობამ უკვე 50-ს გადააჭარბა. იმის გამო რომ ადგილზე უამრავი ელექტრო სადენია ჩამოკიდებული, მაშველებს ვაგონებთან მიახლოება და მგზავრების გადმოყვანა ძალიან გაუჭირდათ.
აღსანიშნავია, რომ სამგზავრო მატარებელში 100-დან 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.