LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გველების გამრავლების სეზონის გამო მასშტაბური მშენებლობა შეაჩერეს

105
64e665584ea26.image

გერმანიის ქალაქ შირგისვალდეში ორი სუპერმარკეტის მშენებლობა დროებით შეჩერდა. გარემოს დამცველთა მიერ ჩატარებული შემოწმებისას იქ გველები აღმოაჩინეს, რომლებსაც სწორედ ამ პერიოდში გამრავლების სეზონი ეწყებათ. საქმე ეხება ჩვეულებრივ სპილენძას, რომელიც შხამიანი არ არის და დაცულ სახეობად არის აღიარებული, წერს The Munich Eye.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, გველების შეწუხება გამრავლების სეზონის დროს აკრძალულია, ამიტომ მშენებლობა მინიმუმ სექტემბრამდე შეჩერდა.

ერთ-ერთ სუპერმარკეტს ნება დართეს, რომ მთავარი შენობის მშენებლობა განაგრძოს, რადგან გველები იმ ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც მომავალში პარკინგი უნდა მოეწყოს. მეორედ სუპერმარკეტს ნაკლებად გაუმართლა — იქ მშენებლობა მთლიანად გააჩერეს.

გამრავლების პერიოდის დასრულების შემდეგ ბიოლოგები ტერიტორიას ხელმეორედ შეამოწმებენ. თუ გველები იქაურობას დატოვებენ, მშენებლობა კვლავ განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები