გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მოეწყო გერმანიაში პირველი ჩემპიონატი „ჰობიჰორსინგში“ – ცხენის თავის მქონე ხის ჯოხით სპორტულ სიარულში. ამის შესახებ Associated Press წერს.
ჩემპიონატში 300-მდე მოჯირითე იღებდა მონაწილეობას. მათი უმრავლესობა – ბავშვები და მოზარდები იყვნენ, ზრდასრულები მხოლოდ 20 ადამიანი თუ იყო. იმას, თუ როგორ ცდილობდნენ კონკურსანტები ნამდვილი ჯირითის იმიტირებას, 1500-მდე მაყურებელი აფასებდა.
„ჰობიჰორსინგი მეტ თავდაჯერებულობას მძენს, გარდა ამისა მე ძალიან მომწონს ამის კეთება მეგობრებთან ერთად, – განაცხადა ჩემპიონატის 15 წლის მონაწილემ.
ჰობიჰორსინგი ფინეთში 2000-იან წლებში გაჩნდა. სპორტის ამ სახეობაში პირველი შეჯიბრი 2017 წელს ჩატარდა.