LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მაშველებს წყლის დრონები დაეხმარებიან

119
Screenshot2024-07-29130751_1024x

გერმანიაში მაშველებმა ადამიანების გადასარჩენად წყლის დრონების გამოყენება დაიწყეს. სიახლის შესახებ The times წერს.


„Dolphin 3“-ის სახელწოდების მქონე მოწყობილობები პატარა, თვალსაჩინო კატერებს ჰგავს და მართვა ნაპირიდან პულტითაა შესაძლებელი. დრონი სწრაფად მიცურავს წყალში მყოფ ადამიანთან, რომელსაც დახმარება სჭირდება. ზომის სიმცირის მიუხედავად, მოწყობილობა რამდენიმე ზრდასრული ადამიანის ამოყვანასაც კი ახერხებს.

დრონის მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს ადამიანს გაძლოს იმ მომენტამდე, სანამ ადგილზე სამაშველო გუნდი მივა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ სანაპიროებზე, სადაც ყოველი წამი ფასეულია.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, დრონები ვერასოდეს ჩაანაცვლებენ ცოცხალ მაშველებს, თუმცა მათი სანდო დამხმარეები გახდებიან.

და ბოლოს, ინოვაციური მოწყობილობები უკვე ფუნქციონირებენ გერმანიის 14 სანაპირო სადგურზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები