LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში პირველი მფრინავი ავტომობილი გამოსცადეს

17

გერმანიაში მფრინავი ავტომობილის Volocopter პირველი სატესო გაშვება მოხდა. ავტომობილი ცაში რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და არც თუ ისე დიდი მანძილი დაფარა, მაქსიმალურმა სიჩქარემ კი 25კმ/სთ შეადგინა.

მფრინავი ავტომობილის დამზადებაზე კომპანია E-Volo მუშაობს. მისი მართვის მექანიზმი კომპანია Intel-ს ეკუთვნის და მართვა დამხმარე ჯოისტიკის საშუალებითაც შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ Volocopter-ის პირველი უპილოტო გაშვება 2014 წელს მოხდა. ამ დროისათვის კი ინჟინერები ცდილობენ საფრენი აპარატით მეტი მანძილის დაფარვა მოახერხონ, ხოლო სისწრაფე 100კმ/სთ-მდე გაზარდონ. Volocopter-ის შექმნელები მას ეკოლოგიურად და უსაფრთხოდ მიიჩნევენ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები