Antidiskriminierungsbeauftragte ქართულად ასე ითარგმნება – „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კომისარი (ან რწმუნებული)“.
ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტების თქმით, სწორედ ეს ტერმინი აღიარეს წელს ყველაზე მოუხერხებელ და „მძიმე“ გერმანულ სიტყვად. ჟიურის შემადგენლობაში სპეციალურად შეიყვანეს განათლების დაბალი დონის მქონე ადამიანები, რათა ეჩვენებინათ, რამდენად ართულებს ასეთი ტერმინოლოგია ინფორმაციის გაგებას, წერს DW.
როგორც სპეციალისტებმა დააზუსტეს, მსგავსი გრძელი სიტყვების აღქმა განათლებულ გერმანელებსაც კი უჭირთ.
აქციის მიზანი მილიონობით გერმანელის პრობლემისთვის ყურადღების მიპყრობაა, საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები წერა-კითხვასთან დაკავშირებით ყოველდღიურად აწყდებიან სირთულეებს.
გერმანული ენის ლექსიკონში სხვა გიგანტური სიტყვებიც ფიქსირდება, მაგალითად:
Aufmerksamkeitsdefizit-Hyperaktivitätsstörung – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
Kraftfahrzeug-Haftpflichtversicherung – საავტომობილო, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა;
Donau-Dampfschifffahrtsgesellschaft – დუნაის ორთქლმავლების კომპანია;
Arbeiterunfallversicherungsgesetz – მუშათა დაზღვევის შესახებ კანონი;
Bundesausbildungsförderungsgesetz – ფედერალური კანონი განათლების მხარდაჭერის შესახებ.
პროექტის ინიციატორები მოუწოდებენ სახელმწიფო უწყებებს გაამარტივონ ოფიციალური ენის ფორმულირებები, რადგან გრძელი და რთული სიტყვები ხშირად არ ზრდის სიზუსტეს, არამედ ქმნის ბარიერებს ათასობით ადამიანისთვის.