LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის 260-მდე ქალაქში მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეიზღუდება

32
speed-limit

260-ზე მეტი გერმანული ქალაქი გაერთიანდა, რათა ავტომობილებისთვის მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეზღუდოს.

ამ დროისთვის გერმანიის მუნიციპალიტეტებს არ შეუძლიათ, რომ სიჩქარის ლიმიტი დააწესონ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში მათ კანონმდებლობაში სურთ ცვლილების შეტანა, რათა მეტი უფლებები მოიპოვონ.

ქალაქები აპირებენ, რომ ცენტრალურ რაიონებში ავტომობილებს საათში 30 კმ-მდე მეტი სიჩქარის განვითარების საშუალება არ მისცენ. სამომავლოდ კი ამ ლიმიტის 20 კმ/სთ-მდე შემცირებაც იგეგმება.

ქალაქებში სიჩქარის ლიმიტის დაწესების რეკომენდაცია ევროკომისიას ეკუთვნის. ევროპა იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ავარიებში მძიმე ტრავმებისა და სიკვდილიანობის რიცხვი 50%-ით შეამციროს. როგორც წესი, ავტო საგზაო შემთხვევებში ძირითადად ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისტები ზარალდებიან.

ანალოგიური სიჩქარის ლიმიტი უკვე მოქმედებს ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგალითად  – ამსტერდამში, სოფიაში, პარიზსა და ბრიუსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები