LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ძველი მატარებელი იმოძრავებს

253

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში ძველი მატარებელი იმოძრავებს. კარგა ხნის წინ მივიწყებული მარშრუტის გაცოცხლების იდეა ნაციონალურ რკინიგზას გაუჩნდა. ისტორიული ლოკომოტივი 3 ტბას მოივლის და მგზავრებს ბოლო დანიშნულებამდე – ქალაქ დონაუეშინგენამდე ჩაიყვანს. ტური მთელი ზამთრის განმავლობაში იმოქმედებს, ზამთარი კი ყველაზე ლამაზი სწორედ ამ ადგილებშია.

მგზავრებს საშუალება ექნებათ ულამაზესი თეთრი პეიზაჟებითა და გაყინული ტბებით დატკბნენ. გარდა ამისა, ისინი გზად გერმანიის ნაციონალურპარკსაც გაივლიან, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები