LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის მთავრობა Tesla-ს შიდა ინფორმაციის გაჟონვას იძიებს

112
tesla

გერმანიაში კომპანია „ტესლას“ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის გამოძიება დაიწყო. თავად ავტომწარმოებლის ვერსიით, დანაშაული აწ უკვე ყოფილი თანამშრომლის გამო მოხდა, მან თავისი მდგომარეობით ბოროტად ისარგებლა, ბაზაზე წვდომა მოიპოვა და შიდა ინფორმაცია გადმოწერა. ამის შემდეგ ანონიმურმა წყარომ გერმანიის მთავრობას აცნობა, რომ „ტესლას“ კონფიდენციალური ინფორმაცია ისე არ იყო დაცული როგორც საჭირო იყო. იმ შემთხვევაში თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება, პრობლემები თავად ავტომწარმოებელს დაეწყება.

როგორც წყარო ამტკიცებდა, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ვერ დაიცვა კლიენტების, თანამშრომლების თუ საქმიანი პარტნიორების პირადი მონაცემები და მესამე პირმა მათზე წვდომა მარტივად მოიპოვა.

ფაილებში ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლების სახელები, ტელეფონის ნომრები, ხელფასები, ასევე ბანკის რეკვიზიტებია მოცემული.

გამოძიებაში შეიძლება ჩაერთოს ნიდერლანდებიც, რამეთუ „ტესლას“ ევროპული შტაბ-ბინა სწორედ იქ მდებარეობს.

„ტესლამ“ გამოძიებას ანგარიში უკვე გადაუგზავნა. მწარმოებელი ყველაფერში გაბრაზებულ ყოფილ თანამშრომელს ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები