ბუნდესტაგის დეპუტატთა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტის კარი ძაღლებისთვის გააღოს. ამის შესახებ გამოცემა Sloboden pecat წერს.
ბუნდესტაგის რეგლამენტის მიხედვით, შენობაში შესვლა სკუტერებით, ველოსიპედებით ან ცხოველებით დაუშვებელია. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სამსახურებრივი ძაღლებისთვის.
თუმცა, პარლამენტარებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამსახურში მისვლა შეძლონ დამხმარე ძაღლებითაც, ისეთებით რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უდგანან გვერდით.
ჯგუფი ცდილობს დაარწმუნოს კოლეგები, რომ ძაღლები პარლამენტის მუშაობაზე მხოლოდ დადებითაც იმოქმედებენ. „რთული მოლაპარაკებების დროს ცუდი არ იქნებოდა, რომ ძაღლის მოფერება შეგვეძლოს.“ ამტკიცებენ ისინი. საქმე ისაა, რომ კუდქიცინა მუდამ ბედნიერი ძაღლის დანახვა განწყობის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა, ამ დროს მცირდება სამსახურებრივი სტრესიც.