LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული კომპანია ვაქცინირებულ თანამშრომლებს 5 ათას ევროს გადაუხდის

61
2uak0asvy463btgh-1636866832

გერმანიაში კორონავირუსის მორიგ ტალღას ებრძვიან და მზარდი ინფიცირების ფონზე ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა გაზარდოს.

ონლაინ გაყიდვების ერთ-ერთმა კომპანიამ გადაწყვიტა, დასაქმებულები წაეხალისებინა და ყველას ვინც სრულად ვაქცინაციის სერტიფიკატს წარადგენს – ბონუსის სახით 5 ათასი ევრო გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ ამასობაში რეგულაციები გაამკაცრეს სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც. ავსტრიაში აუცრელებისთვის ლოკდაუნი გამოცხადდა, მწვანე ბარათის წარდგენა მოუწევთ ნიდერლანდებში, კაფეებისა და რესტორნების მონახულების მსურველებსაც.

რთული ეპიდვითარებაა ბრიტანეთში, სადაც აცრილებს უკვე ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები