LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული Lufthansa ახალ Alitalia-ს შექმნის

42

გერმანული Lufthansa Group-ი მზადაა ახალი ავიაკომპანია NewAlitalia შექმნას. ამ მიზნით კი მას იტალიური Alitalia-ს ზოგიერთი აქტივის შეძენა სურს.

როგორც უცხოური მედია წერს, Lufthansa-მ შესაბამისი შეთავაზებითა და ოფიციალური წერილით Alitalia-ს მენეჯმენტს უკვე მიმართა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანული კომპანია მზადაა Alitalia-ში 0,5 მლრდ ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, Alitalia გაკოტრების პირასაა. ავიაკომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ 2008 წელს შეექმნა. 2017 წლის მაისში კი იტალიურმა Alitalia-მ თავი ოფიციალურად გაკოტრებულად გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები