LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინო, რომელიც სიმღერას მოგანდომებთ

63
22853003_826655994162818_3478339139692838256_n

პირველად ღვინო საკუთარი ხელით, 12 წლის წინ დაწურა, პროცესი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა საკუთარი მარანი აეშენებინა და მეღვინეობა შეესწავლა.

აკაკი გელოვანი ახალგაზრდა მეწარმეთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, ვისთვისაც  მეღვინეობა ცხოვრების სტილი გახდა,  დიდი ისტორიისა და მომავლის ნაწილი, რომლითაც ამაყობს.

2 წელია მარანი ქვემო ქართლში – სოფელ გამარჯვებაში აქვს.  განსაკუთრებულ ყურადღებას ქვევრებს უთმობს, საკუთარი ხელით ასუფთავებს და უვლის, სანამ მასში  მუკუზნის მიკრო ზონიდან, ცნობილი კახური მწვანე და რქაწითელი მოთავსდება.

– როგოცრ შვილს ვერ გააზრდევინებ სხვას ისე ვერ მიანდობ მეორე ადამიანს ამ სასმელის მოვლას.

ღვინო ერთი თვის განმავლობაში სრულად ჭაჭაზე ვარგდება – შემდგომ ქვევრში იდებს ბინას და 2 კვირა ლექზე იმყოფება, რითაც იკვებება და გამორჩეულ თვისებებს იძენს. როგორც თავად ამბობს ეს ღვინისთვის დაბადების პროცესია – მხოლოდ დაგემოვნებისას გაზაფხულზე გავიგებთ როგორი გემო ქნება.

ღვინო ბავშვს ჰგავს, უნიკალურია და ინდივიდუალური ხასიათი აქვს. თუმცა გელოვანების მარანში მუდმივად ისმის სიმღერის ხმა რაც საუკეთესო შედეგის გარანტიას იძლევა.

2017 წლის მოსავალის რაოდენობა 1000 ბოთლს მოიცავს, რომლის ნაწილიც გერმანიაში უკვე გავიდა ექსპორტზე.

პირველი  წლის მოსავალი იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვინც ქართული გალობა შემოუნახა მომავალ თაობას და არ კარგავს ქართული სიმღერის ტრადიციას.

დიდი ხნის ძიების შემდეგ,  აღმოაჩინა ვაზის სახეობა – ჯვარი, რომელიც ძველ დროს ქვემო ქართლში ხარობდა, ვაზი ყინვა გამძლეა, კლერტიანად მწიფდება და  სოფელ წყლულეთში, საწყისი ნაბიჯებიც გადადგა ამ ჯიშის გამრავლებისა და განვითარებისთვის – გელოვანის მარნის და მისი ოჯახის წყალობით  მალე გვქნება საშუალება გავსინჯოთ ღვინო რომლითაც კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ ძველი ქართლის სურნელს.

თვლის, რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა – რასაც ლაპარაკობ და როგორც ცხოვრობ ის უნდა ჩადო საყვარელ საქმეში, შემდეგ კი საუბარს ღვინო თავად გააგრძელებს, მომავალ თაობასთან ერთად.

დამწყებ მეღვინეებს  ურჩევს – უბრალოდ უყვარდეთ ის რასაც აკეთებენ და მთების გადაგმას შეძლებენ.

კახური მწვანე (ყურძენი დაკრეფილია ახმეტის რაიონში სოფელ ოჟიოში.  ) თეთრი სუფრის მაღალ ხარისხოვანი ღვინო.

კახური წესით  დამზადებული,  მუქი ჩაისფერია: იგი უფრო სრული, მდიდარი ღვინოა, არომატი  ძლიერი და სასიამოვნო აქვს.

კახური წესით (ჭაჭაზე დავარგებული)  მწვანე  იდეალურად ეხამება ხორცს, მაგალითად :  საქონლის ხაშლამას.

– მოგანდომებთ სიმღერას, განსაკუთრებით კახურ მრავალჟამიერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები