LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიჟები: როგორ იზეიმა ხორვატიამ (ფოტოები)

139

ხორვატიამ ნამდვილი ისტორია დაწერა. ეს მცირე ქვეყანა მსოფლიოს იპყრობს. ხორვატია ერთიანი გუნდია – პრეზიდენტი, გულშემატკივრები, ფეხბურთელები… წარმატებაც ამ შემართებით მოდის.

ხორვატიის ნაკრები ყველაზე დაბალრეიტინგული გუნდია ისტორიაში, რომელიც მუნდიალის ფინალში ოდესმე გასულა. ფიფა ამ რეიტინგს 1992 წლიდან ითვლის.

ინგლისთან მატჩის შემდეგ ხორვატები ისე ზეიმობდნენ, გეგონებოდა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. ხტუნაობდნენ გიჟებივით, მოედანზე გაცვივდნენ ვიდას და პერიშიჩის ბავშვები. ვრსალკომ ძირს დააგდო დალიჩი, ჯანზე იყო რამდენიმე წუთით ადრე მომაკვდავი მანჯუკიჩი, რომელმაც ჯერ ტელეფონი იშოვა, შემდეგ ხორვატიის დროშა მშობლიური ქალაქის სლავონსკი-ბროდის წარწერით.

 

მატჩის შემდეგ ჟურნალისტები დალიჩს ეკითხებოდნენ, ახსოვთ თუ არა მის მოთამაშეებს 1998 წელს საფრანგეთთან თამაში (მაშინ მასპინძელმა საფრანგეთმა ნახევარფინალი 2:1 მოუგო ხორვატიას). ხორვატიის მწვრთნელმა (რომელსაც უკვე არა პიჯაკი, არამედ რებიჩის მაისური ეცვა) გაიხსენა, როგორ გაემგზავრა მუნდიალზე ხორვატიის საქომაგოდ, რომ ეს მატჩი ქვეყანაში ოცი წელია ვერ დაუვიწყებიათ და აღნიშნა, რომ მისი გუნდი შურისძიებაზე არ ფიქრობს. თუმცა კვირის ფინალის წინ ანონსი მაინც გააკეთა:

„შესაძლოა, ღმერთმა შანსი მოგვცა ანგარიში გავასწოროთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები