გიგი ადამაშვილი: „წყალივით აუცილებელია მსგავსი წახალისებები არტისტებისთვის…“

44

გიგი ადამაშვილი „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ქარი არის“ წარადგინეს. მომღერალი ჯერჯერობით გამოკითხვაში „ხალხის რჩეულის ნომინაციის“ გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს.

გიგი ადამაშვილი:

„შარშანდელ „ოქროს ტალღას“ აქტიურად ვადევნებდი თვალს, ძალიან მომწონდა, ვთვლი, რომ ძალიან დახვეწილი ცერემონიალია, ქართული „გრემია“.

ორი დღის წინ თურქეთში ვიყავი ორი კონცერტი მქონდა სტამბულში და იქ გავიგე, რომ ნომინირებული იყო ჩემი სიმღერა, ძალიან გამიხარდა და ახლა უფრო დიდი შემართებით ვარ, რადგანაც შედეგებში ხალხის ხმებით ამ ეტაპისთვის პირველ ადგილს ვიკავებ და დიდი სიხარულით ველოდები „ოქროს ტალღას” ❤ მიყვარხართ მთლიანი ჰოლდინგი და მადლობა ამ უმაგრესი იდეისთვის, წყალივით აუცილებელია მსგავსი წახალისებები არტისტებისთვის“.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები