მომღერალ გიგი დედალამაზიშვილსა და მის უკრაინელ მეუღლეს, მარინა კარპის, გოგონა ლიზა გუშინ დილით შეეძინათ. მარინა პროფესიონალი ფოტოგრაფია. როგორც ჩანს, მის გოგონას ძალიან დიდი ფოტოალბომი ექნება, დაბადებიდან მოყოლებული, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მარინა შვილს ობიექტივის საშუალებით აღბეჭდავს.