„მგზავრების“ სოლისტმა, გიგი დედალამაზიშვილმა, რომელსაც ახლახან შვილი შეეძინა, მეუღლე, მარინა კარპი და გოგონა, ლიზა, საავადმყოფოდან გამოიყვანა. შესაბამისი ფოტოები მარინამ სოციალურ ქსელში გააზიარა.
წყვილი ხუთი წელია, ერთად არის, ორი წელია, იქორწინეს. ახალი ბინა უკვე მოაწყვეს, ამაში გიგიმ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, მარინასთან ერთად დარბოდა სხვადახვა დეტალის შესარჩევად ახალი სახლისთვის.
ლიზა 10 დეკემბერს ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.