LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიმღერებ ერთხელ“ – გიორგი წიკლაური პრემიერით „არ დაიდარდოში”

216
გიორგი-წიკლაური

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გიორგი წიკლაური სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გიმღერებ ერთხელ“ პრემიერა შედგა.

გიორგი, ვისაუბროთ ანსამბლზე „ორერა“, როგორ ჩაიარა ტურნემ და როგორია სამომავლო გეგმები?

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა 65 წლის ლეგენდარული ანსამბლის წევრი იყო და ხელმძღვანელობა გადმოგაბარონ. ამ ლეგენდა ადამიანების გვერდით დგომა ცალკე ფუფუნება, სიამოვნება და პასუხისმგებლობაა.

მოვიარეთ კახეთი, საგარეჯო, გორი, კასპი… ხალხის რეაქცია საოცარი იყო. ყველა სიმღერა ზეპირად იცოდა ხალხმა, ჩვენთან ერთად მღეროდნენ.

ძირითადად ხალხისთვის ნაცნობი პროგრამა იყო, თუმცა იყო განახლებული სიმღერებიც.

მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს. დაწყებულია „ორერას“ წიგნის გამოშვება, რომელიც „ორერა სრული სვლით“ ასეთი სახელწოდებით იქნება. გვინდა, რომ ამ წიგნს ახლდეს „ორერას“ ოქროს დისკი.

გარდა ამისა, გეგმაშია, რომ გაკეთდეს „ორერას“ მუსიკალური სკოლა-აკადემია, თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზეა.

თბილისში თუ იგეგმება რაიმე ღონისძიება?

დიახ, იგეგმება, „კულტურის სამინისტროს დახმარებით“. იქნება „ორერას“ რამდენიმე ღონისძიება, ოღონდ ღია სივრცეებში.

რა სიახლეებია სოლო კარიერაში?

26 მაისისთვის შევქმენი სიმღერა „ვარ ქართველი ჯარისკაცი“, რომლის კომპოზიტორიც ნუგზარ თუშიშვილია, ტექსტის ავტორი კი ედუარდ უგულავა. სიმღერა ცირა მზიშვილთან გაკეთდა. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რადგან პატრიოტული სიმღერა არასდროს მქონია. ვნერვიულობდი, რამდენად მოვირგებდი და გამომივიდოდა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „გიმღერებ ერთხელ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს მაია კვატაშიძის ძალიან ძველი სიმღერაა, ალბათ, დაახლოებით, 25 წლის წინანდელი. ტექსტიც და მუსიკაც მაიასია. ვერსია და სტუდია ცირა ბზიშვილისაა. ცირასთან რამდენიმე სიმღერა მაქვს მიტანილი გასაკეთებლად და მისი რჩევით, პირველი ეს ნამუშევარი ჩავწერე. სიმღერა თაფლისფერ თვალებზეა და ყველა თაფლისფერთვალებას ეძღვნება.

გიორგი წიკლაური – გიმღერებ ერთხელ

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გიორგი წიკლაური. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები