გიორგი დათიაშვილი წელს „ოქროს ტალღაზე“ ერთდროულად სამი სიმღერითაა წარდგენილი, ერთი დუეტია თაკო მელიქიშვილთან, ორიც – სოლოსიმღერა, „სხვა რა“ და „რამდენს“.
გიორგი დათიაშვილი:
პირველ რიგში, გამიხარდა, რომ სამი სიმღერით ვარ წარდგენილი, როგორც ჩანს, შარშან ბევრი რამ მიკეთებია (იღიმის). ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ოქროს ტალღაზე“ ჩემი სამი სიმღერაა. ძალიან დადებითად ვუყურებ ამ პროექტს. არიან ადამიანები, რომლებიც იცლიან ამ ღონისძიების გასაკეთებლად, აწყობენ შემაჯამებელ წვეულებას, სადაც მუსიკოსს შესაძლებლობა აქვს, გაიმარჯვოს რომელიმე ნომინაციაში ან მისმა ნამუშევარმა დაიმსახუროს წლის სიმღერის წოდება. ეს სტიმულიცაა მომღერლებისთვის, რომ წეროს ახალი ნამუშევრები.
მიხარია, რომ მეც შრომისუნარიანი აღმოვჩნდი (იღიმის).
ნინო მურღულია
