გიორგი გასვიანი და ლიზა ყენია „იმღერე რამე“-ს ახალი ვერსიით „ოქროს ტალღაზე“ არიან წარდგენილნი. დუეტი ანრი ჯოხაძის იდეით „პრაიმშოუს“ საახალწლო გადაღებისთვის შეიქმნა, მოგვიანებით, სიმღერა პოპულარული გახდა და მისი რადიოპრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა.
მსახიობისა და ტელეწამყვანისთვის, რომელიც „ფორტუნას“ წამყვანი გახლდათ, წარმოუდგენელი იყო, რომ ერთ დღეს მისი სიმღერა რადიოჰოლდინგის მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის კონკურსის ერთ-ერთი ნომინანტი იქნებოდა.
გიორგი გასვიანი:
ანრი ჯოხაძის იდეით, საახალწლოდ შეიქმნა ჩემი და ლიზა ყენიას დუეტი. „იმღერე რამე“ ახალი ვერსიით შევასრულეთ. „პრაიმშოუში“ შედგა ტელეპრემიერა, თუმცა „სიცრუის დეტექტორის“ სტუდიაში გადავიღეთ. ანრიმ იმუშავა კლიპზე, ფერებზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. ჩემი პარტნიორი, ლიზა ყენია უნიჭიერესი გოგონაა, უდიდესი სექსუალური ენერგიით… მე მსახიობი და ტელეწამყვანი ვარ, მიმღერია სპექტაკლებში, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა იმის ამბიცია, რომ „ოქროს ტალღის“ ნომინანტი გავხდებოდი.
ვფიქრობ, ამ სიმღერის შეფუთვა ძალიან მაგარი გამოვიდა. მაყურებელს ძალიან მოეწონა, მთლიანობაში 2 მილიონ ნახვაზე მეტი დაუგროვდა, სოციალურ ქსელსა თუ „იუთუბზე“. შედგა პრემიერა „არ დაიდარდოზე“ და მოხვდა „ოქროს ტალღაზე“, როგორც ნომინანტი. მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ ნომინანტი გავხდებოდი. ეს დიდი ბედნიერებაა. თავად ვმუშაობდი „ფორტუნაზე“ და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეს მიერ მიერ ორგანიზებული კონკურსის ნომინანტი ვიქნებოდი.
ასეთი წარმატების შემდეგ, კიდევ ხომ არ ამღერდები?
ასეთი ნაბიჯი გადავდგი, რადგან ძალიან ვენდობოდი ანრის პროფესიონალიზმსა და კრეატიულობას. თუკი ასეთი ტიპის პროექტი იქნება, რატომაც არა. ზოგადად, ამღერების გადაწყვეტილებას ფრთხილად ვუდგები. ვენდე ამ პროექტის ყველა ავტორს, ამთ შორის, ნოე სულაბერიძეს, რადგან „პრაიმშოუს“ ჩემთვის მუდამ წარმატება მოაქვს. „ფორტუნაზე“ აღარაფერს ვამბობ (იღიმის).
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.