გიორგი ლომთათიძე: „შვიდკაცა“ წინა წელსაც დაგვაჯილდოვეს და წელსაც გვაქვს იმედი…“

40

„შვიდკაცა“ ოქროს ტალღაზე“ ოთხი სიმღერითაა წარდგენილი, მათგან სამი დუეტია და ერთიც, სოლოსიმღერა. ორი დუეტი დათო გომართელთან აქვთ – „მე ისეთი გოგო მიყვარს“ და „ერთ რამეს გეტყვი“, მესამე – დათუნა სირბილაძესთან სახელწოდებით „მამის იავნანა“, ხოლო სოლოსიმღერას „ჩამოასხი, ერთიც უნდა დავლიო“ ჰქვია.

გიორგი ლომთათიძე:

რა თქმა უნდა, წელსაც ვემზადებით „ოქროს ტალღისთვის“. რამდენიმე წელია, ვმონაწილეობთ. წელს ოთხი სიმღერით წარდგვადგინეს. წინა წელსაც დაგვაჯილდოვეს და წელსაც გვაქვს იმედი (იღიმის).

ვფიქრობ, ასეთი კონკურსი უნდა არსებობდეს. ძალიან კარგია და ყველა შემსრულებელს წარმატებას ვუსურვებ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები