საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის “რიო ავეში” გადავიდა. მან ექვსთვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“რიო ავე” პორტუგალიის ჩემპიონატში მშვენიერ სეზონს ატარებს და მეხუთე ადგილზეა. ასე რომ, ეს უკეთესი გუნდია, ვიდრე “მორეირენსე”, სადაც გიორგიმ ერთი წელი ითამაშა, ხოლო სექტემბრიდან მოყოლებული უთამაშებელია.
ქართველ მეკარეს კლუბის პრეზიდენტთან უთანხმოება ჰქონდა. “მორეირენსეს” პრეზიდენტს გიორგის გაყიდვა სურდა “ბრაგაში”, მაგრამ ქართველმა უარი თქვა.