LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვარდოსანიძე კიდევ სამ კლიპს გადაიღებს – „შოუბიზნესს ვერ ავაყვავებთ, მაგრამ…“

70

Ardaidardo.Geგიორგი ვარდოსანიძე აღარ ხუმრობს. ის შოუბიზნესზე აქტიურად ფიქრობს. ხუმრობით ამღერებული მსახიობი ამ საქმეზე სერიოზულად ფიქრობს. მის მიერ შესრულებულ „ლანდებს“ საკმაოდ დიდი ნახვა დაუგროვდა „იუთუბზე“. გიორგიმ უკვე მეორე კლიპი გადაიღო, სიმღერაზე, რომლის მელოდიაც და ტექსტიც თავად შექმნა.


კლიპის რეჟისორი, გოგიტა ჩიკვაიძე გვესაუბრება.


გოგიტა:

გიორგის პირველი კლიპი სიმღერაზე „ლანდებს“ და ახალი ვიდეორგოლი თბილისზე შექმნილ სიმღერაზე, ჩვენმა სარეკლამო კომპანიამ გადაიღო. „თბილისის“ მელოდიაც და ტექსტიც თავად გიორგიმ დაწერა. თავად ამბობს, რომ ეს არის ის საქმე, რომლის კეთებაც დიდი ხანია უნდოდა. რასაკვირველია, ჩვენ ქართულ შოუბიზნესს ვერ ავაყვავებთ, მაგრამ… გიორგი კიდევ სამი კლიპის გადაღებას აპირებს.

გიორგის და თბილისის კადრების გადაღებას სულ ერთი დღე მოვანდომეთ. გადაწვყვიტეთ, გვეჩვენებინა თბილისი, მთაწმინდიდან დაწყებული მშრალი ხიდით დასრულებული, თუმცა გადაღებული კადრების 60% კლიპში არ შევიტანეთ, ბევრი მძიმე კადრი იყო, მხოლოდ ორი შედარებით მძიმე კადრი დავტოვეთ იმის საჩვენებლად, რომ ჩვენს ქალაქში ყველაფერი კარგად არ არის.


ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები